“ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით“

1,075

ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოშ მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში რომ ცხოვრობდეს, აუცილებლად გაიკეთებდა ქვეყანაში არსებულ ვაქცინას.

ბოლო დღეები, მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?

მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ.

P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით.

არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით.

მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით.

ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.

საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის.

სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს“,– წერს გეგეჭკორი.