დიმა ბილანი, ლარისა დოლინა… – უკრაინამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

1,131

უკრაინის პროკურატურამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზი ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნის აღსანიშნავ კონცერტში მათი მონაწილეობაა. მომღერლებს შორის არიან გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა და რუსული ესტრადის სხვა შემსრულებლები. მათი ნაწილი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კლიპებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

ანექსირებულ რეგიონში ხიდის მშენებლობას უკრაინა უკანონო ქმედებად აფასებს.