ემა სტოუნი დედა გახდა

1,160

ამერიკელმა მსახიობმა ემა სტოუნმა პირველი შვილი გააჩინა. ამის შესახებ TMZ-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ლა ლა ლენის“ 32 წლის ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესის კლინიკაში ჯერ კიდევ 13 მარტს იმშობიარა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ემა სტოუნმა და კინემატოგრაფისტმა დეივ მაკერიმ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. გასული წლის გაზაფხულზე ისინი დაქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა პანდემიის გამო მათი ქორწილი გადაიდო.