Facebook-ის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 30 დღით დაბლოკა.
ნიკოლას მადურო პოპულარიზაციას უწევდა მედიკამენტებს, რომლებსაც მისი განცხადებით COVID-19-ის განკურნება შეეძლოთ. კერძოდ, ვენესუელის პრეზიდენტი წერდა, რომ პრეპარატი “კარვატივირი” კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა.
ექსპერტების აზრით, მისი განცხადება სადაოა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე რაიმე სამედიცინო დასკვნა არ მოიძებნება.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სელია ფლორესი კორონავირუსზე რუსული ვაქცინით აცრეს.