“მიშა, “ძვირფასო”, შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება”

638

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“თავს რომ ისაწყლებს თან – ვითომ პოლიტიკიდან გაწევა, ქვეყანაში ჩამოსვლაზე უარს ნიშნავს.

მიშა, “ძვირფასო”, შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება.

სანამ ივანიშვილია, ვერ ჩამოდიხარ – გეშინია.

შენი აქტიურობა ბიძინას დამარცხებას მხოლოდ ხელს უშლის – დასავლეთსაც თიშავს პროცესიდან და მერყევ ამომრჩეველსაც.

ამიტომ, შენი ნებაა მაგრამ, თუ გაიწევი, მხოლოდ ჩამოსვლას დააჩქარებ – ჩამოხვალ და ისეირნებ.

კიდევ ერთხელ – პირიქითაა, აქ ჩამოსვლის და ბიძინასთან კონფრონტაციის ტრაკი შენ არ გაქვს.

რომ ჩამოხვიდე, ბიძინას უნდა მოვუგოთ.

შენი საქციელით, ამ მიზანს მხოლოდ გვაშორებ.

p.s. ამას გიხსნიდი, სხვას კი არაფერს ისტერიკებს რომ მიწყობდი 😍”