პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”, – აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე “საგულაოდ”. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”.