“ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი ქვეყნის მიწიდან!”

ფოტო, რომელსაც გთავაზობთ, ქართველმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა 1989 წელს გადაიღო. 9 აპრილის ერთ-ერთი გმირი,  ნანა  მახარაძე ამჯერად მეუღლესთან ერთად იტალიაში ცხოვრობს

გაერთიანებული, გულანთებული, მამაცი ქართველი ხალხის დღე…

ღირსების და ერთგულების, თავისუფლების და დამოუკიდებლობის, გმირების, ეროვნული მოძრაობის….

ამშობლოზე შეყვარებული ადამიანების დღე…

იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხილების და დაწამლულების, არ დაჩოქილი საქართველოს დღე
– 9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის დასაწყისი…

 

 

გაზაფხულის ერთი ტრაგიზმით და სიამაყით სავსე დღე…

საოცარი გრძნობაა, როცა ამ დღის ნაწილი ხარ, უდიდესი პასუხისმგებლობაა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა…

ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი ქვეყნის მიწიდან!!!

9 აპრილს დღეს განსაკუთრებული გრძნობით ვხვდები. ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა. მაკა სახურიამ, გელა იზორიამ და ლევან მაღლაკელიძემ შეუძლებელი შეძლეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ისტორიული დღის თავისუფლების ხმას, გმირ ქალბატონს ლელა ვეფხაძეს უკვე ომახიანად და წელშიგამართულად ვუთხრათ, მადლობა თავისუფლებისთვის. მას თავისი ჭერი აქვს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა ამ საქმეში…

კიდევ ერთი გაზაფხული…

ისევ აყვავებული ტიტები…

და მარადიული ხსოვნა გმირების“- ნანა მახარაძე ფეისბუქზე.