რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

ულამაზესი ქართველი მოდელი – რუსკა თურმანიძე შეყვარებულია! ლამაზმანის რჩეული ასევე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი – გურამ ხუციშვილია, რომელიც პლასტიკური ქირურგი გახლავთ. წყვილმა ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელების მეშვეობით გაასაჯაროვა და გამომწერებს უამრავი რომანტიკული კადრითაც ანებივრებს.