“აქ დედაჩემს ისე ვგავდი, შემეშინდა“

მოდელ და ტელეწამყვან, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია. ის თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს ყოველდღიურ ფოტოებს.

ჰოდა, ახლა ევამ იმიჯი შეიცვალა, შავი გრძელი თმა მოიხდინა და „სთორიც“ გადაიღო. როგორც თავად აღნიშნავს დედას ძალიან ჰგავს.

„აქ დედაჩემს ისე ვგავდი შემეშინდა“,- წერს ვიდეოს აღწერაში ევა ბარბაქაძე.

ის ხშირად იღებს დედასთან ერთად ფოტოებს. როგორც ევა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს.