“ეს სისულელე დაგეგმილია! მან იცოდა, რომ ყველგან კამერა იქნებოდა”

აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის უახლესი გამოჩენა სახალისო ინციდენტის გარეშე არ დასრულებულა. საქმე იმაშია, რომ 29 აპრილს ჯო ბაიდენი კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა, რადგან სახელმწიფოებრივი კანონის თანახმად, ახალი პრეზიდენტი სათავეში მოსვლის 100 დღის თავზე სწორედ ამ ნაბიჯს სდგამს თანამებრძოლების წინაშე.

ოფიციალური გამოსვლის შემდეგ, რეპორტიორებმა დააფიქსირეს, თუ როგორ აჩუქა პრეზიდენტმა პირველ ლედის ბაბუაწვერა, რომანტიკულმა მომენტმა სოციალური ქსელები მოიცვა, თუმცა რა თქმა უნდა აზრები ამჯერადაც ორად გაიყო.

“ეს სისულელე დაგეგმილია! მან იცოდა რომ ყველგან კამერა იქნებოდა,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე.