თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ჩემი კოვიდ ისტორიები!
– ვიცი, გაგიხარდებათ და მგონი, უკვე შემიძლია, ვიფიქრო, რომ 2 დღეა, დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი.
– თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება, ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ, სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!
– ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!
– ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა “ავერსში”, რაც, ბუნებრივია, მახარებს, მაგრამ მგონი, ახალი სინდრომი გამიჩნდა – არცერთი ადამიანი არ მახსოვს, ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა, როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ”, – წერს თინათინ ხიდაშელი.