ირაკლი კოდუამ სოციალურ ქსელში მეგობარი ქალის, კატია დიდას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის მისი ცხოვრების სიყვარულია. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი კატიას აკრიტიკებდა. რის შემდეგაც, კოდუას მეგობარმა ხალხს მიმართა:
“გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია…
მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი. მის მაგალითზე
მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია… თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა.
ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის
ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის
გაკეთება არ მსურს.
მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს”, – წერს კატია დიდა.