ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა არ იცავს ინფიცირებისგან.
„ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური/მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.
ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.
ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთდროულად იყო მართვით სუნთქვაზე“,- წერს ექიმი.