“6 საათი ერთად გავატარეთ მანქანაში, ორს კორონა აღმოაჩნდა, დანარჩენ ორს არ გადაგვედო, ამის მიზეზი სწორედ ესაა… ”

მას შემდეგ რაც ღია სივრცეში პირბდის ტარება სავალდებულო აღარ არის ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი წერს, რომ ის აღნიშნულ რეგულაციას მუდმივად არღვევდა. მისი აზრით, ტყუილია რომ პირბადეზე შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გააუარესებს.

„ეს გარე სივრცეში პირბადის ტარება, ჩემი აზრით, იმდენად უაზრო შეზღუდვა იყო, რომ სულ ვარღვევდი. არასდროს გამიკეთებია ქუჩაში პირბადე ( არადა,.ზოგადად საკმაოდ კანონმორჩილი ვარ). თუ ერთი მხრივ გეუბნებიან, რომ 2 მეტრიანი დისტანციის შემთხვევაში, კორონა დახურულ სივრცეშიც ვერ გადაგედებაო, ქუჩაში ვის უნდა მივახლოებოდი ისე და იმდენი ხნით, რომ დავვირუსებულიყავი?

ასე რომ ტყუილად გეშინიათ ვიღაცებს, რომ გარეთ პირბადის მოხსნა ეპოდემიოლოგიურ სიტუაციას გააუარესებს. ეპოდემიოლოგიურ სიტუაციას გააუარესებს დახურულ სივრცეში პირბადის ტარებაზე ნაკლები კონტროლი. აი, სად არის ეფექტური პირბადე!

წინა დღეს ნინოწმინდაში ვიყავი გადაღებაზე. მანქანაში კიდევ სამი ადამიანი მეჯდა და იქიდან ორს მეორე დღეს კორონა აღმოაჩნდა, მაგრამ დანარჩენ ორს არ გადაგვედო მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში 6 საათი გავატარეთ ერთად მანქანის სალონში. ამის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ორივე კორონიანს პირბადე ეკეთა და ვირუსი ვერ გაავრცელეს.

ასე რომ პირბადე გაიკეთეთ დახურულ სივრცეში და, რაც მთავარია, მოსთხოვეთ სხვასაც, რადგან შენ სხვისი პირბადე გიცავს, ხოლო შენი იცავს – სხვას“, – წერს მეტრეველი.