მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში დედის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დედაჩემს დაეწყო თირკმელის შეტევა, სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით ისე ხტოდა, და სიცხესაც ვერაფერს ვშველიდი. გაშავდა, გასივდა და კითხვებზე არასწორი პასუხები გამცა.
გამოვიყვანე მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ ბუნდოვნად მახსოვს. სასწრაფოს ვეხვეწებოდი უგონოდაა და დამეხმარეთ- თქოდა არ გვყავს თავისუფალი მანქანაო, ვერც გავბრაზდი იმიტომ, რომ იმ ხალხსაც ყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს.
დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს და ხალხთან ექიმი ვერ მიდის.
მძიმე რეალობაა, გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს. საკუთარ თავებს. დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით. დამიჯერეთ ძალიან რთულია შველას, რომ ითხოვ და შველა არ არის, იმიტომ რომ რიგში მერამდენე ხარ, კაცმა არ იცის“,– წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.