ზურაბ შარეიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ადრე ვკითხე – მამუკ, რატომ აჩქარებ გარდუვალს მეთქი?! ეს ხომ არ მოეწონებოდა შენს ბიჭს თქო?! არ ჯობია შეცვალო ცხოვრების წესი, შეამცირო ეს სმა და დარჩენილი წლები ადამიანურად გალიო მეთქი?! – კარგი დაგიჯერე, შევცვალე, რამოდენიმე წლით მეტი ვიცოცხლე, მერე? მერე? რა მერე? აზრი რა აქვს ამას ყველაფერსო? – ვერ ვუპასუხე.
ერთი ვიცი, თქვენი წასვლით მარტოობისთვის გასწირეთ ჩემი და, რომელმაც ყველაფერი თქვენ შემოგწირათ, აღარც ერთადერთი შვილი ყავს, აღარც ქმარი…
კი, მას უამრავი ახლობელი ახვევია გარს, მაგრამ შენ მაინც ხომ იცი – მარტოა …
კარგი ბიჭი, მამუკა გოლეთიანი წავიდა წუხელ.”