როგორ შეძლო ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხმძიმობის დამალვა? რჩევები ქართველი მოდელისგან!

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე ფეხმძიმედაა, ამასთან დაკავშირებით მან გუშინ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გაგვიმხილა, რომ გოგონას დედა გახდება.

ქართველი მოდელი ფეხმძიმობას 25 კვირის განმავლობაში მალავდა, დღეს კი ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის გამომწერებს გაუმხილა თუ როგორ შეინარჩუნა სხეულის შესანიშნავი ფორმები და როგორ შეძლო ორსულობის დამალვა.

 

“24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა? ერთი მიზეზია, და გავშლი…. ასანკა და სრულიად გამართული, გაჭიმული სიარული….. ეს ჩვევა დამეხმარა!!! როცა სხეულის კორსეტი კუნთით, ვარჯიშისგან შეკრული და დაჭერილია, როცა ხერხემალიჰაერშია აზიდული და “მძიმედ” არ მოძრაობ, როცა ნიკაპიც სათანადო სიმაღლეზეა და წინიყურება, იოლია, არც წონა მოიმატო ამავე ზონებში, არც ღიპის კონტროლი დაკარგო, არცმხრებში მოიხარო და შეინარჩუნო სინარნარე…. მოკლედ ასანკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს…. ასანკა და თავდაჭერა კი, ქართულმა ცეკვამდა სამოდელო საქმიანობამ ჩამინერგა, პატარაობიდანვე! ჩემ გოგოსაც არ მოვაკლებ ამსიამოვნებას, ადრე თუ თავაწეულს, ქედმაღალს და “გაჯგიმულს” მეძახდნენ, მხოლოდ ამისგამო, ვხედავ როგორც მადგება ყველაფერში, მხრებგაშლილი და წელში გამართულიადამიანი, უკვე თავისთავად გამოასხივებს თავისებურ იმპულსს, რომელიც სხვებს მხოლოდმისი პატივისცემისკენ გვიბიძგებს, მიკრო და ქვეცნობიერ დონეზე…. გაიმართეთ, თავი მაღლადა ზურგის კუნთები მუდამ განვითარებული გქონდეთ, რაიცით როდის მოუწევს რამდენიმე კგსიხარულის ტარება ცოტახნით თქვენს სხეულს ‍‍‍‍‍” – წერს მოდელი.

 

 

 

ამასთან ერთად ალექსანდრამ ინსტაგრამზე ორსულობის თემატიკის სახალისო ფოტოებიც განათავსა.