31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. მას 9 თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ახალგაზრდა გოგონას სიმსივნე ფილტვთან და გულთან, შუასაყარზე ჰქონდა.
ნუცას რამდენიმე დღის წინ, ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ახალგაზრდა გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ძლიერად უნდა დავდგეთ. ვერ გაუძლო ჩვენი გოგოს გულმა. აღარ გვყავს ამქვეყნად. იმ ქვეყნიდან ისევ ისე ვეყვარებით. როგორც ჩვენ გვეყვარება გაუნელებლად. მადლობა უდიდესი თქვენ… გვერდში დგომისთვის”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.