„ყოველ დღე ვნატრობ, ღმერთმა ჩემს შვილთან წამიყვანოს”

„ყველაზე მეტად ის მიჭირს, რომ მარტო ვერ ვჩერდები. ჩემი შვილის სიკვდილი, რომ ვნახე მარტო ვიყავი სახლში. 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე ვნატრობ ღმერთმა მალე წამიყვანოს ჩემს შვილთან” ,- გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა გადაცემა „სხვა ნანუკას” სტუმარი იყო. მან ემოციური კომენტარი გააკეთა და გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა.

„გალურჯებული ჰქონდა ტუჩები. დღემდე ის მაწუხებს, თუ რატომ არ გადავხტი „ბალკონიდან”. ის ბიჭებიც დაბრუნდნენ სახლებში და შევუთვალე არ დაგწყევლით, რადგან თქვენ უკვე ხართ დაწყევლილები -მეთქი, მაგრამ ღმერთს ვთხოვ ყოველ დღე, ძილის წინ ლექსო გელანდებოდეთ -მეთქი”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.