ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ მის მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძესა და მათ შვილს, მარიანას კორონავირუსი დაუდასტურდათ: „კორონა დაგვიდასტურდა, დაუდასტურდათ სანდროს და მარიანას, ორი დღე ჰქონდა მარიანას სიცხე და გვეგონა, რომ გაციებული იყო, მაგრამ მამამისის დაჟინებული მოთხოვნით გავუკეთეთ ტესტი და დაუდასტურდა. დღეს მე ვიკეთებ. არც სანდროს და არც მარიანას აღარ აქვთ სიცხე, მე არც მქონია, არანაირი სიმპტომი, არანაირი გემოს და სუნის დაკარგვა. აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს კორონა“ – ამბობს თამუნა მუსერიძე