მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ბებიის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
„მთელი გულით მჯერა, რომ გადაინაცვლა უკეთეს სამყაროში, იქ სადაც მხოლოდ სიკეთე და უფალია.
შენ იყავი და ხარ ის ადამიანი, ვისაც ჩემზე მეტად უხაროდა ჩემი სიხარული და ჩემზე მეტად დარდობდა ჩემს დარდს.
(ეს ამ ფოტოშიც ჩანს, რომელიც ჩემი ქორწილის დღესაა გადაღებული) ძალიან რთულია გენატრებოდეს ასე. ერთხელ ბავშვობაში სოფელში დამტოვა, თბილისში დაბრუნება მოუწია და მახსოვს, მთელი ღამე მის ბალიშს ვკოცნიდი და ვტიროდი.
იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი მალე დაბრუნდებოდა. ამ დრომდე ეს იყო ყველაზე მწარე მონატრება ახლა კი. ახლა კი ამ მოგონებებით ვაგრძელებ ცხოვრებას. თუმცა მჯერა რომ მშვიდად ხარ, მჯერა რომ ბაბუსთან ერთად ხარ ბედნიერი და მაქედან ლოცულობ ჩვენთვის. ყველა დაპირებას აგისრულებ და როცა გნახავ, ძალიან მაგრად ჩაგეხუტები. მიყვარხარ ბე“, – წერს ანდრია გველესიანი და ფოტოს აქვეყნებს.