მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებას აქვეყნებს და პასუხობს.
„ძვირფასებო, საყვარლებო, ჩასაყლაპებო, მსუქნებო, ბანჯღვლიანებო, დიდი სექსის პატარა გიგანტებო და სადომაზოხიზმის მამებო!
ძალიან მსიამოვნებს თქვენი ყურადღება, მით უმეტეს, რომ სამშობლოში ხუთი წელია არ ვყოფილვარ და მხოლოდ ჩემი ემიგრაციის ჯოჯოხეთით გადაღლილი ფოტო ვიდეო მასალით ვასაზრდოვებ თქვენს ვნებათა ღელვას ჩემს მიმართ!
მერწმუნეთ – მე ის თამრო აღარ ვარ, რაც 5 წლის წინ ვიყავი; არც მაშინ გიხტებოდით თქვენს მობრძანდი გენაცვალე მკლავებში და რაც დრო გადის, მით უფრო ვშორდებით ერთმანეთს! თქვენ უკვე შვილები გყავთ, მე კი ბებიის ასაკში ვარ!
ვარ!!!
და მინდა, ილუზიები გავფანტო, რაც არაერთხელ მითქვამს – რთული ქალი ვარ, ურთულესი, მძიმე ხასიათით, ქალი, და არა გოგო…..
და ჩემი რომანი ქართველ კაცებთან დიდი ხანია, დასრულდა.
ჩემზე ლამაზი, ახალგაზრდა და თბილი გოგოები გყავთ გვერდში, მათ თქვენი სითბო სურთ და მიხედეთ გვერდით მყოფ ქალებს.
დიდი სიყვარულით, თქვენი განუმეორებელი მაგრამ ყველანაირად შორს მყოფი ბავშვობის ოცნება, რომელიც არასოდეს ახდება, მაგრამ ძალიან უყვარხართ მასაც, დედობრივი სიყვარულით“,– წერს შაფათავა.