ნოდარ მელაძე გია გაჩეჩილაძის შვილს პასუხობს

გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობის შვილმა, ირინა გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გია გაჩეჩილაძე და “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე არიან წარმოდგენილი.

ირინა გაჩეჩილაძის მიერ აქრივიდან გამოქვეყნებულ ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:

“გიას ფანი ნოდარი (მელაძე)”

 

აღნიშნულ პოსტს თავად “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და ფოტოს გადაღების ისტორია მოყვა.

“მე 21 ან 23 წლის წინ , რუსთაველის თეატრის კულისები, ინტერვიუ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რადიო დროსთვის. ნამეტანი ძველი ფოტო მოუძებნია, აგერ ახლა, სამი წლის წინ, რუსთავი 2 ში, რომ რეკავდა, მთავრობა სიძეს მიჩაგრავს და ინტერვიუს გაკიდებულ რეჟიმში მოგცემთო ეგეც ექნება შენახული :))”- წერს ნოდარ მელაძე.