მომღერალ ნატალია ქუთათელაძეს შვილი რამდენიმე დღის წინ შეეძინა. მას ვაჟი ჰყავს. ცნობილია ახალშობილის სახელიც – მას მშობლებმა სანდრო დაარქვეს.
დღეს კი გაგუას კლინიკა აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ ნატალია და პატარა სანდრო უკვე კლინიკიდან გაწერეს.
„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ“, – წერს კლინიკა და ფოტოს აქვეყნებს.
ნატალია ქუთათელაძის მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე გახლავთ.