ინგა გრიგოლია ზედმეტი რუჯის გამო თბილისის მერობის კანდიდატს შეადარეს

გუშინდელ „რეაქციაში“ ინგა გრიგოლიას რუჯი სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. შავ პიჯაკში გამოწყობილი ტელეწამყვანის სახის კანის ფერი მაყურებლისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. თავად ინგამ ერთ-ერთი მაყურებლის კომენტარი გამოაქვეყნა და თავადაც ბევრი იცინა. მაყურებელმა ის თბილისის მერობის კანდიდატს, რიჩარდ ოგბუნუჯუს შეადარა.

ინგა გრიგოლია წერს:

 

„მეტად უცნაური მაკიაჟი მქონდა დღეს. ოტელოს ვგავდი (ჩემი ბრალია, ბევრი მომივიდა ზაგარი) და ვიღაცის კომენტარი – ობგუნუჯუო…“