„ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხსნიათ, როგორ იყვნენ აჩეხილ-დაჩეხილნი…“

რეალითი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ დეა ადამიას დედა გარდაეცვალა, ის თითქმის ერთი თვე ებრძოდა კორონავირუსს, მაგრამ სამწუხაროდ გარდაცვლილთა სტატისტიკას შეუერთდა.
მედეა პერიოდულად წერდა სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ამჯერად ის სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

„მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება!!!

ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან…

ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.

თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა!!!!!!!!!!

დარწმუნებული ვარ აწ უკვე სიკვდილიანობაც მოიკლებს… გამოაშკარავებული მკვლელები შიშით კანკალებენ…. ეშინიათ მათივე მოკლული ადამიანების ოჯახის წევრების რისხვის!!! აბა ღმერთის მათ არ წამთ, რომ შეეშინდეთ ღვთის რისხვის…

მშვიდად თეთრ ხალათში გამოწყობილო ჯალათებო, სისხლის მსმელო მკვლელებო!! ორგანოებით მოვაჭრეებო… ვინ იცის შავ პარკში დასაფლავებულები, რომლებიც არ გაუხენიათ მათ ოჯახის წევრებს, როგორ იყვნენ აჩეხილ დაჩეხილი… უამრავი გაუბედურებული ადამიანი მწერს…

დედაჩემის სული ჩემშია გადმოსული და არავის მოგცემთ უფლებას გააგრძელოთ ადამიანების წამება, გვემა, შიმშილი, დაცინვა, კვლა“ – წერს მედეა ადამია.