ნახეთ ქართველი მოდელები Emporio Armani-ის საიუბილეო ჩვენებაზე

2020 წლის იანვარში ჯორჯო არმანი ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით საკუთარი შოუ გააუქმა და ჩვენება მაყურებლის გარეშე ცარიელ დარბაზში მოაწყო.

რამდენიმეთვიანი ვირტუალური შოუებისა და ღონისძიებების შემდეგ ლეგენდარული დიზაინერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ბრენდის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექციის გრანდიოზული საიუბილეო ჩვენება მოაწყო.

(აღნიშნული კოლექცია ბრენდისთვის ორმაგად სიმბოლურია, რადგან ზუსტად 40 წლის წინ ჯორჯო არმანიმ მილანში პირველი ბუტიკი სახელად Emporio Armani გახსნა.)

 

ჩვენებაზე მაყურებელმა ქართველლი მოდელები მაკო მაჭავარიანი და ზინი ქაჯაია იხილეს.

 მაკომ არმანის საიუბილეო ჩვენება გახსნა.

ბრენდის სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Emporio Armani SPRING 2022 READY-TO-WEAR