მარიამ კუკუნაშვილის კრიტიკულ პოსტს ალექსანდრა პაიჭაძე პასუხობს.
„ღმერთო რა სიმდაბლეა. მარიამ მაინტერესებს, რატომ წერ ცილისმწამებლურ პოსტს. დამირეკე რა, არც ერთ სიტყვაში არ გეთანხმები და უბრალოდ ამიხსენი ამას რატომ უკეთებ მართლა დათოს. მე მკიდია, ჩემზე რას იფიქრებთ. არ იცით, საერთოდ რეებს კადრულობს მისი მეუღლე და რას შვება ამ ცხოვრებაში და გეხვეწებით, სანამ სასამართლოა რა ჯანდაბა გჭირთ. 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ ზუსტად ქალური სოლიდარობის გამო. ოჯახის ერთობაზე და სიყვარულზე გთხოვ, ნუ ლაპარაკობთ. მე-9 თვეში ვარ, ეს სტრესი რაც მე ახლა მომაყენეთ, ენით აღუწერელია. თან ქალებმა. რომლებმაც არ იცით”, – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ.
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა პასუხი არ დააყოვნა:
“კოდუა და მისი ფული რომ არ მშურს მაგაში მაინც ხო არ გეპარება ეჭვი. შენ შეძლებ რომ ბევრად კარგად იყო. „ორანგუტანგებთან“ გასაყოფი კაცი არაფერში გჭირდება იქ ესპანეთში რომ დაასეირნებს შიგადაშიგ. თავად წეროს კოდუამ პოსტები თუ რა ძვირფასი ხარ… მოკლედ, მე გაფასებ, მიყვარხარ და მეტი მემეტება შენთვის და ყველა ქალისთვის. იმედია მოვა დრო და გამიგებ”.