“დილით ჩამაბარეს შავი ცელოფნით – ეს ჯოჯოხეთია”

უფლებადამცველ ინგა ბერიკაშვილს ზედიზედ დაატყდა ტრაგედიები. ჯერ ძმა დაკარგა, ახლახან კი მამა გარდაეცვალა კოვიდის გართულებებით.

,,დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის.
მამას დავხვდი, დილით ჩამაბარეს შავი ცელოფნით (ეს ჯოჯოხეთია) და გავაცილე ბოლო გზაზე, არ შემეძლო სხვანაირად, რადგან მე მამიკოს გოგო ვარ.
მამა ჩემს ძმასთან დავტოვე… გიყვარდეთ ერთმანეთი და ბევრი მოეფერეთ, მე ძალიან ბევრს ვეფერებიდი და სანანებელი არ მაქვს ახლა”, – წერს ინგა ბერიკაშვილი.