უფლებადამცველი ბაია პატარა წერს, რომ ქართულ ტელესივრცეში ნებისმიერი გადაცემის მთავარი სტუმრები ჟურნალისტები არიან და მისთვის გაურკვეველია რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
“რა მაგის პასუხია, და ნეტა ქართველი ჟურნალისტები თუ ამჩნევენ, რომ ნებისმიერი გადაცემის მთავარ სტუმრებად ისევ ჟურნალისტებს იწვევენ?
იქნება ეს პოლიტიკური გადაცემა, გასართობი ჟიურიანი მეგაშოუ, ლიტერატურული გადაცემა თუ აბსოლუტურად ნებისმიერი სხვა, ყველგან უმრავლესობაში არიან ჟურნალისტები: ჯერ ხომ თავად სხედან ბევრნი (რა საჭიროა 3 და 4 წამყვანი?) და მერე სტუმრებადაც სულ ის ადამიანები ჰყავთ, ვისაც საკუთარი გადაცემა ან მედია გამოცემა აქვთ და კიდევ ჰყავთ მუდმივი სტუმრის ამპლუაში მყოფი ჟურნალისტები (როგორიცაა ელისო კილაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა).
ხოდა რა მოვლენაა ეს? რამე საკუთარ თავზე შეყვარებულობის და ნარცისიზმის განსაკუთრებული ფორმაა, თუ მართლა სჯერათ, რომ ყველაფერჩიკი ექსპერტები არიან?
პ.ს. მერე კიდევ უკვირთ, რეიტინგი რატომ არ გვაქვსო”,- წერს ბაია პატარაია.