მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ადევნებს თვალს და დანანებით წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები ასე გამეტებით ერთმანეთს არ უნდა ლანძღავდნენ.
ნინი შერმადინი:
„ვერ ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, შემთხვევით გადავაწყდი მეგობრის სტატუსს პაატა ბურჭულაძის შესახებ. პოლიტიკა და პოლიტიკური მოსაზრებები რომ გავწიოთ გვერდით და დავფიქრდეთ, კიდევ ბევრი გვყავს პაატა ბურჭულაძისნაირი ქართველი? ძალიან დასანანია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე გამეტებით რომ ვლანძღავთ ერთმანეთს“.