ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ორი თვის შვილიშვილი ანდრია, არჩევნებზე „იმყოფებოდა“.
მანანა კოზაკოვამ საარჩევნო უბანზე შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მოწოდებაც დაწერა.
„ყველანი არჩევნებზე“. – წერს სოციალურ ქსელში მანანა კოზაკოვა.
ჭოლასა და მანანას შვილი თინათინი 2019 წელს დაქორწინდა, მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილია. მშობიარობას თინათინის მეუღლეც დაესწრო და გვერდით დგომისთვის საჯაროდ მადლობაც გადაუხადა მას ახალბედა დედიკომ.