მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილ მეუღლე სანდრა რულოვსზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მანი პედი მეზო ბუსტერი ელპიჯი და ლაბუტენი???? ვაჰ, ეს ყოფილი ქმრები როგორ აფრენენ!”, – წერს პაიჭაძე ფეისბუქზე.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტმა განაცხადა: “სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე”.