“ლამაზი ქალების გიჟი ვარ”

მომღერალი ბორის ბედია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ის მექალთანე.

ბორის ბედია:

„მექალთანეობა არ არსებობს. ყველა მამაკაცია ლამაზი ქალის მოყვარული და მათ შორის მეც. ყველა ლამაზი მანდილოსანი მომწონს და საერთოდ, ლამაზი ქალების გიჟი ვარ, მართლა ძალიან მიყვარს ლამაზი ქალები. თუმცა, სიყვარული სხვა არის. იმ ერთს რომ შევხვდები, ყველა ლამაზი ქალი გაქრება. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ჩემთვის ვამბობ (იცინის). ის ერთი ყველას დაბლოკავს და იმის გარდა, სხვას აღარავის ვუყურებ. როცა შეყვარებული ხარ, შენთვის სხვა ქალი არ არსებობს, მისთვის კიდევ – სხვა კაცი. მე ასე მესმის. შეიძლება, ლამაზ ადამიანს შეხედო, ძალიან მოგეწონოს, მაგრამ გაიაროს და დაგავიწყდება. რამდენ ლამაზ გოგოს შევხვედრივარ და უთქვამთ, ვაიმე, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთსო, ყველა არ მახსოვს და ხანდახან მიუხერხულია. უამრავი მწერს და ყველას ვენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ სახეზე ყველას ხომ ვერ დაიმახსოვრებ?!..“