“ქალი მათხოვრობდა პლაკატით, რომელზეც ჩემი შვილის ფოტო იყო!”

ინტერნეტმომხმარებელი ანი გიორგობიანი მიმართვას ავრცელებს.

როგორც იგი საუბრისას აღნიშნავს, უცნობი ქალბატონი მისი ბავშვის ფოტოს გამოყენებით ითხოვს მოწყალებას და ანის სურს, რაც შეიძლება მეტმა ნახოს ეს ინფორმაცია, რომ აღკვეთოს ეს ქმედება:

“გთხოვთ, დამეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში!!! დღეს, საღამოს, ვარაზის ხევის შუქნიშანთან, ციგნის ქალი მათხოვრობდა პლაკატით, რომელზეც ჩემი შვილის ფოტო იყო. ჩემს რეაქციაზე გაიქცა, თუმცა მანამდე, სანამ შუქნიშანი აინთებოდა გვქონდა საკმაოდ ხმამაღალი საუბარი და მიმტკიცებდა, ჩემი შვილის ფოტოაო. გამოვიძახე პატრული და ველოდე ეკიპაჟს თუმცა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, ადგილზე ვერ მოვიდოდნენ, რადგან ის ქალი იქ აღარ იდგა, ამიტომ აზრი არ ქონდა და მე უნდა მივსულიყავი განყოფილებაში. ხვალ განყოფილებაშიც მივალ და დიდი იმედი მაქვს შესაბამისი რეაგირება მოყვება ამ ამბავს. 

ჯერ კიდევ გონს ვერ მოვდივარ ამ ამბით. გთხოვთ, ამ ფოტოთი პლაკატი თუ შეგხვდათ, რომლითაც მათხოვრობენ, აუცილებლად შემატყობინეთ ნებისმიერი ინფორმაცია და თქვენც ყველა მსგავსს პლაკატს დააკვირდით, იქნებ თქვენც ჩემსავით საკუთარი შვილის ფოტოს წააწყდეთ. წარმოდგენა არ მაქვს საიდან ჩაუვარდათ ხელში მათ თაღლითურ დაჯგუფებას ეს ფოტო. შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საპატრულო პოლიცია თქვენი დახმარების იმედი მაქვს”, – აღნიშნა ანი გიორგობიანმა.

mshoblebi.ge