დღეს ჩემი შვილი გახდა The London School of Economics and Political Science – LSE პოლიტიკის მაგისტრი, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში და შვილის წარმატების გამო, უამრავ მილოცვას იღებს.
“კატო და 🇬🇧 გადასახადის გადამხდელის უდიდესი საჩუქარი
ჩვენ მხოლოდ UCL-ის ცერემონია დავამშვენეთ. სულ მახსოვდა, რომ ამ გიფის დადება მინდა. ელესიმ იდარდოს”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თავად კატო კოპალეიშვილი და ბრიტანეთის მთავრობას სტიპენდიისთვის მადლობას უხდის.
“დღეს LSE დავამთავრე და წესით ეხლა ლონდონში, graduation-ზე უნდა ვიყო მაგრამ ვერ წავედი და მთავარი, მადლობა ბრიტანეთის მთავრობას, სტიპენდია რომ მომცა და უფასოდ მასწავლა”, – წერს კატო კოპალეიშვილი.