მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე წელიწადზე მეტია, მოსკოვში ცხოვრობს და იქ ერთ-ერთ რესტორანში მღერის. რამდენიმე წელია, რაც მისი და მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის გზები გაიყარა და ლოლამ ახალი სიყვარულიც იპოვა, რომლის შესახებაც ჟურნალ „სარკეს“ უყვება:
„შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი რჩეული დედით სომეხია, მამით – ფრანგი. ცხოვრობს პარიზში, თავისი ბიზნესი აქვს – ავტოიმპორტიორია, რობერტი ჰქვია.
ჩემი ოჯახური ცხოვრება თბილისში ყველას თვალწინ მიდიოდა და ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ. ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით. ცოტა სომხური იცის, ყურსასმენების საშუალებით ჩვენი საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება. რაც მაბარია, მე შენ მიყვარხარ იცის რუსულადაც და სომხურადაც…“