სოციალურ ქსელში განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა ბიჭის, 27 წლის ფსიქოლოგისა და ილუზიონისტის ავთანდილ გოგეშვილის მეგობრები გაერთიანდნენ და მის დახმარებას ცდილობენ. ეს ავთოს ერთ-ერთი მეგობრის, მერი კაჭარავას პოსტია:
“ეს ავთოა.
მე ბევრი მეგობარი არ მყავს.
ავთო კი ჩემი მეგობარია.
თუკი ერთხელ მაინც გინახავს ავთოს სასწაული, ჯადოსნური უნარები, გულგრილი ვერ დარჩებოდი. დღეს კი მას ჩვენი თანადგომისა და ერთიანობის სასწაული სჭირდება. ავთო ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მრავლობითი მოტეხილობები და ხერხემლის ძლიერი დაზიანება აქვს, რაზეც ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ავთოს მდგომარეობა დღეს კრიტიკულია.
ავთოს საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად უზარმაზარი ფინანსებია საჭირო, რისთვისაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ავთოს გამოჯანმრთელება თქვენს თანადგომასა და გულისხმიერებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზეა დამოკიდებული.
გადავარჩინოთ ყველასთვის ძვირფასი და ნიჭიერი ადამიანი!
გადავარჩინოთ მეგობარი!
ჩვენ მალე ისევ ვუყურებთ ერთად „ცისფერ მთებს“!
მიმღების ანგარიში:
#GE42TB7127345061100067 თიბისი ბანკი
#GE08BG0000000528108727 – საქართველოს ბანკი
მიმღების სახელი: ANA GOGESHVILI”.
#ერთადავთოსთვის