რუსი ბლოგერის ნადეჟდა სტრელეცის ,,იუთუბ” არხი ქართველი მომღერლის, ჯგუფ „ა სტუდიოს“ სოლისტის, ქეთა თოფურიას ვრცელ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში მომღერალი პირველად საუბრობს მამის შესახებ:
„ის სუპერ მამა იყო. 90-იანებში ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, ის კანონიერი ქურდი იყო. ეს რთული პერიოდი იყო საქართველოში, ქუჩაში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ. ამის შედეგ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი. მამა საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა, იქ ცხოვრება მისთვის შეუძლებელი გახდა. რაღაც პერიოდში მამა დააკავეს, მას ინსულტი მოუვიდა.
ის, რასაც მამაზე ინტერნეტში წერენ, ტყუილია. ტყუილია, რომ ის მკვლელი იყო. გეტყვით, როგორ გაჩნდა ეს ფრაზა. როცა ის მოზარდი იყო, უბანში ჩხუბი მოხდა, მამა მაშინ 17 ან 19 წლის იქნებოდა. ამ დროს ჩხუბისას ერთი ბიჭი დაიღუპა, ყველა გაიქცა, მამა კი დარჩა. როცა იკითხეს, რა მოხდა, მამამ არავინ გასცა. მიუხედავად, იმისა, რომ მას არ მოუკლავს, ის დაიჭირეს. აქედან წამოვიდა ეს ფრაზა, რადგან რეალურად მკვლელობისთვის იჯდა ციხეში. მაგრამ ვიმეორებ, მას არავინ არასოდეს მოუკლავს“ – ამბობს ქეთა თოფურია.