“უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ!“

მომღერალ ნუკა კვალიაშვილის ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდია. ის მესამე შვილის მოლოდინშია. ის და გოჩა გელაშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიან.

,,მეცხრეში! პ.ს. უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ! აი, მაგალითად, გიბრუნებ 1 ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება, მაგრამ რაცაა, ეგაა”, – დაწერა ნუკამ ფეისბუქში.