“სასაფლაოს ხე შეცვლის, ანუ სიკვდილის მერე ხედ გადავიქცევითო! დავმუნჯდი!”

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ფეისბუქში წერს:

,,ორგანული დასაფლავება – მომავალში სასაფლაოს ხე შეცვლის, ანუ სიკვდილის მერე ხედ გადავიქცევითო! დავმუნჯდი და გავიკვანძე!”,

საქმე ის არის, რომ კომპანია Capsula Mund დიდი ხანია საუბრობს ახალ მეთოდზე, რომელმაც გარდაცვლილი ხედ უნდა გადააქციოს. სხეული კომპანიის მიერ დამზადებულ კვერცხის ფორმის კონტეინერში მოთავსდება, რომელიც თესლის მსგავსად იმოქმედებს. ამის შემდეგ კონტეინერი დაიმარხება, მის თავზე კი ხე იქნება მოთავსებული.

კაფსულა ბიოდეგრადირებადი იქნება და მიწაში თავისით იშლება. მის შიგნით მოთავსებული სხეული იმ საკვებ ნივთიერებად გარდაიქმნება, რომლითაც ხე უნდა გამოიკვებოს.
ეს იდეა საშუალებას მისცემს ოჯახის წევრებს, რომ მათმა საყვარელმა ადამიანებმა საუკუნოდ, როგორც ხის ნაწილმა, ისე განაგრძონ სიცოცხლე, იზრუნონ ხეებზე და დრო მათთან ერთად გაატარონ. ქვის სასაფლაოების ნაცვლად კი ტყეები გაშენდება.