“ამას ხომ დაირჭობთ გიჟებივით”

ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს იაპონელი მკვლევარების მიერ გამოგონილი ვაქცინის ბმულს, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს და ირონიულად წერს – “ამას ხომ დაირჭობთ, გიჟებივით!
იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უშლის. წარმატებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა იმ უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს.