მოდელის თიკო ჩხეიძის და ფეხბურთელის ნუკრი რევიშვილის შვილს, ტატიანა რევიშვილს დღეს 13 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თიკო ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
“ეს სიტყვები იმაზე მეტად აფორიაქებს ჩემს სულს, ვიდრე მე დავწერ…დღეს ჩემი საოცარი შვილის დაბადების დღეა. 13 წელი და “თინეიჯერობის” ეტაპი.. წარმოდგენაც კი უჭირს ჩემს დაბინდულ გონებას, როგორი საოცრება იქნებოდა დღეს. თავისი ქარიზმატული მიხვრა-მოხვრით და საოცრად გულწრფელი სიცილით, მისი საუბრის მანერა და ინტონაცია მუდამ რომ ჩაესმის ჩემს ყურს და უსაშველო მონატრებამდე მივყავარ… დღეს იმ გოგოს დაბადების დღეა, დედობა რომ მაჩუქა და თავისი სიცოცხლით, ჩემი სული სიყვარულის სხივით სამარადისოდ გაანათა. ჩემი ტატიანა 13 წლის,”-წერს თიკო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.