,,იომორინას” მსახიობი, ბესო ბერულაშვილი ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას ,,გზასთან” იხსენებს და ყვება:
-ბიძინა ივანიშვილი ძალიან უბრალოა სუფრასთან და ვერ იტანს, რომ ეუბნებიან, ვაიმე, ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ, რაც ხართო და ეგეთებს! გამორჩეულად უბრალოა. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიყვარდა ეგ კაცი! რამდენჯერმე ისტერიკაში ჩამიგდია, იმდენი უცინია ჩემს მონაყოლზე და ასეთ დროს მეხვეწებოდა, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდი, აღარ შემიძლიაო…
ქართული სუფრა არის სწორედ ის ადგილი, სადაც წყდება ქვეყნის ბედ-იღბალი. რამდენჯერ შევსწრებივარ, სუფრასთან ვიღაც თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ვიღაც მოუხსნიათ კიდეც… ერთხელ მეგობართან, გუჯა ბუბუტეიშვილთან ვიყავი და პირდაპირ ჭიქაში ჩამიგდო ახალი ,,მერსედესის” გასაღები…
ერთხელ ქორწილში გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს-მეთქი. ეგონა, ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი… გაოგნებული მიყურებდა.
სუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის… ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ. 30 წელია, ,,ქართული ხმების” წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე…
უნდა გენახათ, პატარკაციშვილის სუფრაზე ბერეზოვსკი და მილიარდერები რომ ისხდნენ და მეც იქ ვიყავი წამოსკუპებული. 12 ლარი მედო ჯიბეში,უფრო სწორად, 6 ლარი მქონდა და მერაბ გეგეჭკორმა პალტო გაიხადა, ჯიბე არ ჰქონდა და მთხოვა,ჩემი 6 ლარიც შემინახეო. დავდიოდით სიგარით ხელში და იმ მილიარდერებს ჩვენც ოლიგარქები ვეგონეთ… მერაბისთვის დამავიწყდა, მეთქვა, ნაფაზი არ უნდა დაარტყა-მეთქი. ბოლი გადასცდა და ნახევარი რიტუალების სასახლე ბეჭებში ურტყამდა ხელს,ლამის ფეხებითაც დავკიდეთ…
წყარო: გზა