სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი მალე საქართველოში ოპერაციებს გააკეთებს

სალომე სვანაძეს რუსეთში კარგად იცნობენ. 34 წლის მომხიბვლელ და წარმატებულ პლასტიკურ ქირურგს ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს. სალომე მკერდის პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს.

მომხიბვლელი ქირურგი მალე საქართველოშიც გააკეთებს ოპერაციებს.

„ახალმა წელმა უკვე გამახარა. ჩემი ქალიშვილი, სალომე სვანაძე, რუსეთში ცნობილი ათწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი ოფიციალურად შეუერთდა ქართველი პლასტიკური ქირურგების რიგებს.

სალომე, ჩემო სიცოცხლე, გისურვებ, ჩვენი სამშობლო შენით ამაყობდეს!“ . – წერს სალომეს დედა მაია ჩერქეზიშვილი ფეისბუქზე.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მომხიბვლელ ქირურგზე. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე სვანაძე მომღერალ სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილია.