ქეთა თოფურიას ოჯახში იდილიაა, ის თავის მეორე ნახევართან და შვილებთან ერთად დუბაიში ისვენებს.
ქეთა და ლევი ხშირად მოგზაურობენ ერთად, დუბაი კი მათი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
ფოტოზე ქეთა ერთ-ერთ რესტორანში გემრიელ კერძს აგემოვნებს.
ბავშვები კი სანაპიროზე ერთობიან.
ცნობისთვის, ქეთა თოფურიას ქმარი დიპლომატი ლევ დენგოვია.
ქეთა და ლევი 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, მათ საერთო შვილი, ადამი ჰყავთ.