სპორტსმენმა საფეხბურთო კარიერა პორნოინდუსტრიაში გაცვალა

24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა  Davide Iovinella  კარიერა დაასრულა და პორნოვარსკვლავობას აპირებს. როგორც თავად ამბობს, ფეხბურთის თამაშით, საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებდა და გადაწყვიტა, შემოსავლიანი საქმისთვის მოეკიდა ხელი.

საბოლოოდ, ის ყოფილმა პორნოვარსკვლავმა და ახლა უკვე პორნოგრაფიული ვიდეოების რეჟისორმა და პროდიუსერმა, როკო სიფრედიმ დაიქირავა.

„ეს სულაც არაა პარტნიორთან საწოლში ნებივრობა, ამიტომ, საჭიროა, ვიმუშაო და ვიყო სტაბილური“, – ამბობს ყოფილი სპორტსმენი.