“იყავით ფრთხილად! უბრალოდ გაციება მეგონა“

სოფო ჯაფარიძე  სოციალურ ქსელში წერს:

„ორი წელი ხდება, რაც ჩემი ცხოვრება მთლიანად მოიცვა სხვა ადამიანების კოვიდთან ბრძოლამ და დადგა ის დღე, როდესაც მეც მომაკითხა.

პ.ს. იყავით ფრთხილად. უბრალოდ გაციება მეგონა, რადგან არც პსრ-ით და არც სწრაფი ტესტით არ დამიდასტურდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სურდო დამეწყო. ახლა უკვე გამოჯანმრთელების ფაზაში ვარ

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მე ისევ ისე ვდგავარ თქვენს გვერდით, როგორც აქამდე. ჩემი კოვიდი არ შეგვიშლის ხელს. თუ რამე დაგჭირდათ, მომწერეთ“.