“შვილისგან იზოლირებული ვარ… თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა”

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. მომ­ღერ­ლე­ბი ვირუსს ერ­თად, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მცხე­თის სახ­ლში ებ­რძვი­ან. დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­სა­მე დღეა და ამ­ბო­ბენ, რომ თავს კარ­გად გრძნო­ბენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი მა­ინც აწუ­ხებთ. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნინი ამ­ბობს, რომ გა­და­დე­ბის წყა­რო არ იცის და არც ის, ახლა რო­მე­ლი შტა­მით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი…

ნინი:

– კო­ვი­დი მაქვს, უკვე მე­სა­მე დღეა. ჩემი შვი­ლი ნორ­მა­ლუ­რად არის, მის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვარ და არ და­დას­ტუ­რე­ბია. მე ცალ­კე ვარ, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად. ორი­ვეს დაგ­ვი­დას­ტურ­და და მცხე­თა­ში ვართ თა­კოს­თან სახ­ლში. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ნორ­მა­ლუ­რად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. მე ორი დოზა სი­ნო­ფარ­მით ვარ აც­რი­ლი. წყა­რო არ ვი­ცით, ვის­გან და­ვინ­ფი­ცირ­დით.

– ხომ არ იცით, ომიკ­რო­ნით ხართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თუ დელ­ტა შტა­მით?

– არ ვიცი, რო­მე­ლი შტა­მია, მაგ­რამ კო­ვი­დი რომ მაქვს, ნამ­დვი­ლად ვიცი.

– რა სიმპტო­მე­ბით და­გე­წყოთ?

– ყე­ლის ტკი­ვი­ლი მქონ­და, შემ­დეგ სი­ცხე მომ­ცა და ხვე­ლა და­მე­წყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა სხვა ვირუ­სე­ბის­გან გას­ხვა­ვე­ბით, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბე­ბი მაქვს. ხან ზურ­გი მტკი­ვა, უცებ თავი ამ­ტკივ­დე­ბა, ხან თავ­ბრუს­ხვე­ვა მაქვს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა დაჯ­დე ერთ ად­გი­ლას, უნდა იმოძ­რა­ვო. სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის თვალ­საზ­რი­სით ქმნის პრობ­ლე­მებს რო­გორც ამ­ბო­ბენ. რო­დე­საც ერთ ად­გი­ლას ვზი­ვარ, კი­დუ­რე­ბის გა­ყინ­ვა მე­წყე­ბა, ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა იყოთ მოძ­რა­ო­ბა­ში.

– პირ­ვე­ლად და­ვირუს­დით? ექი­მი თუ და­გი­კავ­შირ­დათ…

– დიახ, პირ­ვე­ლად მაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ექი­მი დღეს და­მი­კავ­შირ­და და ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­ზეა. რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვას­რუ­ლებ, სი­თხე­ე­ბი და ლიმ­ნი­ა­ნი წყა­ლი. ასე­ვე ხვე­ლის წა­მა­ლი. თა­კო­საც ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი აქვს.

– გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას გი­სურ­ვებთ, იმე­დია კლას­ტე­რი არ გე­ყო­ლე­ბათ.

– მად­ლო­ბა, ეგ ცოტა სა­ეჭ­ვოა კლას­ტე­რი არ მყავ­დეს, მაგ­რამ იმე­დი მა­ინც მაქვს.