სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციის ყოფილი უფროსი, გიორგი სალია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართავს.
“ქალბატონო ემა,
თქვენი სიუჟეტები სამეგრელოდან ყველასთვის ცნობილია, სიცრუის ტირაჟირება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაუბედურებული ოჯახების აწიოკება, ცრუ ბრალდებები და ა.შ.
ქალბატონო ემა,
არ გინდათ კარიერის მანძილზე ერთხელ მაინც გააკეთოთ სიუჟეტი რომელიც სიმართლეს შეესაბამება და ობიექტურ ჟურნალისტად იგრძნოთ თავი?
ამისათვის საჭიროა TV მთავარის ეთერით საზოგადოებას ამცნოთ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დააკავეს თქვენი ძმა ვ.გ.
ვრცლად:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
დანაშაულში ამხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ.ფახულანში (ქალაღალი) მცხოვრები, ტელეკომპანია მთავარი არხის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კორესპონდენტის ემა გოგოხიას ძმა .ვ.გ.
გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.
შენ სხვას დასდევდე, სიუჟეტებს აშუქებდე, შენი ქალიშვილი შემოსავლების სამსახურში მუშაობდეს და შენი ოჯახის წევრი ამ საქმით იყოს დაკავებული მაგარი თავხედობა და უსინდისობაა.
“იზვინიწე, ნიჩევო ლიჩნევო”, – წერს გიორგი სალია.